სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრირება

18 აგვისტო,2021

სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2021-2022 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ა) საქართველოს ისტორია
ბ) ქართული სალიტერატურო ენა
გ) ქართული ლიტერატურა
დ) ანგლისტიკა
ე) ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა
ვ) სამართალი
ზ) სასტუმრო მენეჯმენტი
თ) საჯარო მმართველობა.

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია/წარმოსადგენი დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს დისტანციურად, ელექტრონული ფორმით (ელ.ფოსტა contact@gu.edu.ge) ან მატერიალური სახით, უნივერსიტეტის კანცელარიაში (ქ.გორი, ჭავჭავაძის ქ.N 53) 25 აგვისტოდან - 20 სექტემბრის ჩათვლით;
მაგისტრანტობის კანდიდატს მოეთხოვება წარმოადგინოს:
ა) განცხადება რექტორის სახელზე;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის ასლი (დედნის წარმოდგენით) ან ცნობა აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
დ) ორი ფოტოსურათი (3X4) და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
ე) ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ან სამხედრო ბილეთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი;
ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: contact@gu.edu.ge;
0370272616; 577251221.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა ვაქცინაციასთან დაკავშირებით

2021 წლის 20 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის...

20 აგვისტო, 2021 სრულად ნახვა

შეხვედრა კურსდამთავრებულებთან

მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გორის უნივერსიტეტის ჩონლაინ რეჟიმში შეხვდა, სასწავლო წლის დასრულება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა უნივერსიტეტის რექტორმა,...

20 აგვისტო, 2021 სრულად ნახვა