სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება

29 აგვისტო,2022

 

სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

• საქართველოს ისტორია (საქართველოს ისტორიის მაგისტრი)
• ქართული სალიტერატურო ენა (ქართველური ენათმეცნიერების მაგისტრი)
• ქართული ლიტერატურა (ქართული ლიტერატურის ისტორიის მაგისტრი)
• ანგლისტიკა (ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრი)
• ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა (ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი)
• სამართალი (სამართლის მაგისტრი)
• სასტუმრო მენეჯმენტი (ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის მაგისტრი);
• საჯარო მმართველობა (საჯარო მმართველობის მაგისტრი)

მაგისტრატურაში მიღების ვადებია:

• მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია/საბუთების მიღება – 29 აგვისტო - 20 სექტემბერი;
• გამოცდა ინგლისურ ენაში (გარდა ანგლისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის) – 21 სექტემბერი (გამოცდის ადგილი - სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მე-3 სასწავლო კორპუსი, მე-2 -3 სართული, გამოცდის ჩატარების დრო - 11 საათი);
• ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება - 22 სექტემბერი;
• ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 23 სექტემბერი;
• ინგლისური ენის გამოცდის აპელაციის შედეგების გამოცხადება - 24 სექტემბერი;
• გამოცდა სპეციალობაში – 26 სექტემბერი;
• სპეციალობის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 26 სექტემბერი;
• სპეციალობის გამოცდის შედეგების გასაჩივრება –27 სექტემბერი;
• სპეციალობის გამოცდის აპელაციის შედეგების გამოცხადება - 28 სექტემბერი;
• ხელშეკრულებების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან – 29- 30 სექტემბერი;
• ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება – 03 ოქტომბერი.

მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა:

ა) განცხადება რექტორის სახელზე (ადგილზე იწერება);
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის ასლი (დედნის წარმოდგენით) ან ცნობა აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
დ) ორი ფოტოსურათი (3X4) და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
ე) ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ან სამხედრო ბილეთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი;
ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში

მიმდინარე წლის 12-14 სექტემბერს, ,,ერასმუს+“-ის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და...

15 სექტემბერი, 2022 სრულად ნახვა

საქართველოს ეკონომისტთა IV ეროვნულ კონფერენცია

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2022 წლის 9 სექტემბერს უმასპინძლა საქართველოს ეკონომისტთა IV ეროვნულ კონფერენციას "მსოფლიო ეკონომიკის არქიტექტურის ცვლილება და...

09 სექტემბერი, 2022 სრულად ნახვა