სტუდენტთა მეოთხე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „სამართლის აქტუალური საკითხები“

07 იანვარი,2021

 აპლიკაციის ფორმა

სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრა აცხადებს სტუდენტთა მეოთხე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „სამართლის აქტუალური საკითხები“.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამართლის და საჯარო მმართველობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები უნდა ეხებოდეს თანამედროვე სამართლის აქტუალურ საკითხებს;
კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული;
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 29 იანვრის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მისამართზე v.balakhashvili@gmail.com უნდა წარმოადგინონ:
ა) პირადი მონაცემების (აპლიკაციის) შევსებული ფორმა დანართი 1-ის შესაბამისად;
ბ) სამეცნიერო ნაშრომი.
საკონფერენციო სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით შემდეგი მოთხოვნების დაცვით: ნაშრომი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ქართულ ენაზე Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით; ნაშრომისათვის სავალდებულოა Sylfaen შრიფტის გამოყენება; შრიფტის ზომა 11 (გარდა სათაურისა, შრიფტის ზომა სათაურისთვის 12), ინტერვალი 1,5; გვერდის პარამეტრები: დაშორება ზემოდან, ქვემოდან, მარჯვნიდან, მარცხნიდან 2 სმ.; ნაშრომს თან უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი და რეზიუმე ინგლისურ ენაზე (რეზიუმე არაუმეტეს 300 სიტყვისა). ნაშრომის მოცულობა გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალისა და რეზიუმეს ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 12 ნაბეჭდ გვერდს. ავტორის (ავტორების) სახელი და გვარი უნდა მიეთითოს ნაშრომის სათაურის ქვეშ ზედა მარჯვენა კუთხეში უმაღლესი სასწავლებლის, საგანმანათლებლო პროგრამისა და სწავლების წლის მითითებით.
კონფერენციაში მონაწილე მომხსენებლებს გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
კონფერენცია ჩატარდება 2021 წლის 05 თებერვალს ონლაინ.
Join Zoom Meeting
https://us04web.zoom.us/j/75385982263?pwd=MlVvV3l1cm9zYWVHaUtKN3FFSHNuZz09

Meeting ID: 753 8598 2263
Passcode: 7777

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა აკადემიურ პერსონალთან

მიმდინარე წლის 22 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი შეხვდა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს.

22 იანვარი, 2021 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან მობილობის პროგრამებსა და საერთაშორისო პროექტებთან...

მიმდინარე წლის 21 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა შეხვედრა...

22 იანვარი, 2021 სრულად ნახვა