სტუდენტთა საყურადღებოდ!

25 იანვარი,2021

სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის "ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ" ფარგლებში ცხადდება პროექტში ჩართვის მსურველ სტუდენტთა განაცხადების მიღება.

პროექტი მიზნად ისახავს, თბილისის, შიდა ქართლის, აჭარისა და გურიის რეგიონის თემში, ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის ხელშეწყობასა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ღირებულებების დაწინაურებას - სკოლისა და უნივერსიტეტის კოლაბორაციის მეშვეობით.

კონკურსის გზით, სამოტივაციო წერილის საფუძველზე, თბილისში, გორში და ბათუმში მოქმედი უნივერსიტეტებიდან შეირჩევა 50 სტუდენტი.

ტრეინინგის გავლის შემდეგ შერჩეული სტუდენტები ჩაერთვებიან სკოლებში სამოქმედო პროექტების განხორციელების პროცესში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ მოცემული ონლაინ განაცხადის ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSecJDCYDqS_WfJfGJNrQo4u2pAQHIlaQc_GsY9Fk0EFeMwJKQ/viewform?usp=pp_url

განაცხადის მიღების ბოლო ვადა 10 თებერვალი 2021 წელი.

პროექტი ხორციელდება "საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრთან - GCSD" პარტნიორობით, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ. XMA Header Image სააპლიკაციო ფორმა პროექტში მონაწილეობის მსურველი სტუდენტებისათვის docs.google.com

სააპლიკაციო ფორმა პროექტში მონაწილეობის მსურველი სტუდენტებისათვის

docs.google.com

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება

მიმდინარე წლის 25 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

25 თებერვალი, 2021 სრულად ნახვა

ბიბლიოთეკართა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი

2021 წლის 23-24 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის დისტანციურ რეჟიმში გაიმართა ბიბლიოთეკართა კვალიფიკაციის...

24 თებერვალი, 2021 სრულად ნახვა