არქეოლოგიური გათხრები სოფ. ქვემო ნიქოზში

30 სექტემბერი,2021

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გრძელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრის მიერ დაფინანსებული პროექტის „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს“ - ფარგლებში არქეოლოგიური გათხრები სოფ. ქვემო ნიქოზში.
2021 წლის 30 სექტემბერს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი (პროექტის ხელმძღვანელი), ასოცირებული პროფესორი, იოსებ ალიმბარაშვილი (პროექტის მკვლევარ-კონსულტანტი) და არქეოლოგიის დოქტორი გიორგი მინდიაშვილი (არქეოლოგი), ისტორიის სპეციალობის სტუდენტები: სალომე გელდიაშვილი და ანა ღონღაძე ეწვივნენ არქეოლოგიური გათხრების ადგილს, სადაც ერთ-ერთ თხრილში (#2) აღმოჩნდა ბრინჯაოს ხელადის ენოხია (?), ყელისა და მხრის ფრაგმენტი.
სამუშაო ჯგუფის მიერ გათხრი და მონიშნულ თხრილებში არაერთგან იქნა მიკვლეული თხელკედლიანი წითლად შეფერილი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ზედაპირულად ასევე ჩანს ობსიდიანის მცირე ზომის ნატეხები, რაც, არქეოლოგ გიორგი მინდიაშვილის ვარაუდით, თრიალეთთან ამ ნასოფლარის, ანუ თრიალეთ-ჯავახეთის ობსიდიანის გამოსავლებთან ამ ადგილის კონტაქტებზე მიუთითებს.
გარდა ამისა, ადგილზე მიკვლეულ იქნა კაჟის ნამგლის პირი, რაც აშკარას ხდის, რომ საქმე გვაქვს ნასოფლართან და სოფლის სახელოსნოსთან, ხოლო ადგილზე ხელსაფქვავების აღმოჩენა გვაფიქრებინებს, რომ გვიან ბრინჯაო ადრე რკინის ხანაში უკვე გორანამოსახლარების პარალელურად უკვე უნდა არსებულიყო ველზე გაშენებული სოფლები.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ლიტერატურულმა კაფემ მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართა

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ლიტერატურულმა კაფემ მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართა. ამჯერად ლიტერატურული კაფის მსმენელებს გაეცნო იტალიაში მოღვაწე...

22 ოქტომბერი, 2021 სრულად ნახვა

ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული 2021

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში Erasmus + CBHE პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის "ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის...

18 ოქტომბერი, 2021 სრულად ნახვა