არქეოლოგიური გათხრები

27 სექტემბერი,2021

2021 წლის 27 სექტემბერს, სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებლებისა და სტუდენტთა ჯგუფი (პროქტის მეცნიერ-კონსულტანტი, ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი, არქეოლოგი, არქეოლოგიის დოქტორი გიორგი მინდიაშვილი, ისტორიის სპეციალობის სტუდენტები: სოფიკო სეხნიაშვილი, სალომე გელდიაშვილი, თეონა ქოქაშვილი, თეონა მამესწარაშვილი, ანა ღონღაძე), საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრის მიერ დაფინანსებული პროექტის „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს“ - ფარგლებში გაემგზავრა სოფელ ქვემო ნიქოზში, სადაც ადგილობრივი მკვიდრის ბადრი დევიძის კერძო ნაკვეთში მიწის სამუშაოებისას აღმოჩნდა არქეოლოგიური ნივთების კვალი. როგორც სპეციალისტების მიერ ადგილის დათვალიერებით გაირკვა, არქეოლოგიური მასალა (ბრინჯაოს: ცენტრალურ ამიერკავკასიური მომცრო ზომის ცული, ბრტყელი ცული, დიდი ზომის სხმულების ნატეხები, პატარა დანის პირი, დანის სატარე ყუნწი, ერთმანეთთან შედუღებული ბრინჯაოს ნაღვენთები და რკინის ბრტყელი სხმულები, ბრინჯაოსა და რკინის წარმოების კვალი - ცეცხლით გამომწვარ-გაწითლებული თიხის შელესილობის ფრაგმენტები, ცეცხლითვე დაწითლებული ქვები, შავპრიალა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, პოროვანი ბაზალტისაგან დამზადებული ხელსაფქვავის ზედა, ნავისებური მოყვანილობის ქვა და ა. შ.) დამუშავებული უნდა იყოს გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის მეტალურგის სახელოსნოში, რომელიც, სავარაუდოდ, აქ ძვ.წ. X – VIII საუკუნეებში ფუნქციონირებდა.
შეირჩა, დაზუსტდა და გასუფთავდა ტერიტორია არქეოლოგიური გათხრების ჩასატარებლად, აიზომა და მოინიშნა ფართობი, სადაც იწარმოებს სამუშაოები.
პროექტის განხორციელება აქტუალურია, რამდენადაც ნიქოზი ცხინვალის სიახლოვეს დაახლ. ერთ კულომეტრში მდებარეობას და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს უძველესი ქართული ცხოვრებისეული კვალის დადასტურება გაზრდის, როგორც მის ქართულ, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობას.
პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად აამაღლებს სტუდენტთა მოტივაციას და მათ პასუხისმგებლობას, რამდენადაც, მშობლიური კუთხის ისტორიის კვლევა-ძიება მათთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.
საბოლოოდ, პროექტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის მიერ გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა განთავსდება ვებ სივრცეში, მომზადდება სამეცნიერო სტატია და ვიდეო-რგოლი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ლიტერატურულმა კაფემ მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართა

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ლიტერატურულმა კაფემ მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართა. ამჯერად ლიტერატურული კაფის მსმენელებს გაეცნო იტალიაში მოღვაწე...

22 ოქტომბერი, 2021 სრულად ნახვა

ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული 2021

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში Erasmus + CBHE პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის "ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის...

18 ოქტომბერი, 2021 სრულად ნახვა