Cela-ს პროექტის მონაწილეების გაცნობით ხასიათის შეხვედრა

08 მაისი,2020

2020 წლის 02 მაისს სტარტი აიღო სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის #CELA პროექტის “სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდების ჩართულობის გზით” განხორცილებამ, რომელიც ფრიდრიხ ებერტის ფონდის #FES ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციას შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, პროექტში CELA-ს სხვა პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად მონაწილეობენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკის, ბაკალავრიატის საფეხურის სამართალმცოდნეობის და საჯარო მმართველობის სპეციალობის ის სტუდენტები, რომელთაც, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე გავლილი აქვთ სამოქალაქო განათლების კურსი ,,დემოკრატია და მოქალაქეობა“, რომელიც წარმატებით ხორციელდება უნივერსიტეტში.
ჩატარებული შეხვედრა Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით ატარებდა გაცნობით ხასიათს. სტუდენტებს შეხვდა სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის დირექტორი ქ-ი თამარ ხარაია, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა პროექტის მონაწილე სტუდენტებს და განსახორციელებელი პროექტის სამომავლო მიმდინარეობის ეტაპების შესახებ ესაუბრა.
დაიგეგმა პროექტის შემდგომი აქტივობები, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე განხორციელდება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების აქტიური ჩართულობით.

 

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სერტიფიკატების გადაცემა

მიმდინარე წლის 02 აგვისტოს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს გადაეცათ პროექტში

02 აგვისტო, 2021 სრულად ნახვა

სამაგისტრო საკვალიფიკაციო დაცვები

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამაგისტრო საკვალიფიკაციო დაცვები მიმდინარეობს. 28 ივლისს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის...

01 აგვისტო, 2021 სრულად ნახვა