ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება

25 თებერვალი,2021

მიმდინარე წლის 25 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ვირტუალურ სივრცეში, ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით გაიხსნა, სადაც შეხვედრის მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. მან ისაუბრა გორის უნივერსიტეტში ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნასა და ფრანგული ენის შემსწავლელი კურსების დაწყებაზე, ქალაქისა და რეგიონის მასშტაბით ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციასა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ, რომელთა განხორციელება უნივერსიტეტსა და რეგიონს ფრანკოფონიულ სამყაროსთან დაახლოების საშუალებას მისცემს. უნივერსიტეტის რექტორმა საზოგადოებას წარუდგინა ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის მომავალი ხელმძღვანელი, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დესპანი, ბატონი გოჩა ჯავახიშვილი.

ბატონმა გოჩა ჯავახიშვილმა თავის მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის მნიშვნელობაზე, აღნიშნა, რომ ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა რეგიონის ახალგაზრდობისთვის ფრანკოფონიულ სამყაროსთან დაახლოებისთვის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შიდა ქართლის სამხარეო ადმინიტრაციის რწმუნებულის მოადგილე, ბატონ ნუგზარ სამხარაძე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი პიერ კლუე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის გენერალური მდივანი, ქალბატონი კატრინ გუტრო, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორი, ბატონი დავიდ ტერტრი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე, ქალბატონი ნასტასია დომპსი, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში, ქალბატონი თამარ ღარიბაშვილი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ლინგვისტური და საგანმანათლებლო სფეროს კოორდინატორი, ქალბატონი ქეთევან ქურციკიძე, კამპუს ფრანსის წარმომადგენელი საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ასისტენტი, ქალბატონი ნათია მსხალაძე, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ასოციაცია "ფრანგული რენესანსის" ქართული წარმომადგენლობის პრეზიდენტი, ქალბატონო მზაღო დოხტურიშვილი და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს უკვე მიმდინარე სასწავლო წელს შეეძლებათ ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის მიერ შეთავაზებულ ენის შემსწავლელ კურსებზე დარეგისტრირება.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ტრაპიზონის V საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი

შავიზღვისპირეთის მწერალთა კავშირის ეგიდით, მიმდინარე წლის 4 აპრილს გაიხსნა და 24 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება ტრაპიზონის V საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი....

13 აპრილი, 2021 სრულად ნახვა

9 აპრილი

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის, ეროვნული ერთიანობის და საზოგადოებრივი თანხმობის დღესთან დაკავშირებით 9 აპრილს დაცემულ მამულიშვილთა...

09 აპრილი, 2021 სრულად ნახვა