ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრა

31 მაისი,2021

მიმდინარე წლის 31 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. მან ისაუბრა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნასა და ფრანგული ენის შემსწავლელი კურსების დაწყებაზე, ქალაქისა და რეგიონის მასშტაბით ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციასა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ, რომელთა განხორციელება უნივერსიტეტსა და რეგიონს ფრანკოფონიულ სამყაროსთან დაახლოების საშუალებას მისცემს.

სტუმრებს ასევე მიესალმა ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დესპანი, ბატონი გოჩა ჯავახიშვილი, რომელმაც ისაუბრა ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის მნიშვნელობაზე, აღნიშნა, რომ ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა რეგიონის ახალგაზრდობისთვის ფრანკოფონიულ სამყაროსთან დაახლოებისთვის და ასევე, ყურადღება გაამახვილა ცენტრის მიერ დაგეგმილ აქტივობებზე, რომელიც ფრანგული ენის შესწავლასა და სხვა ტიპის საგნმანათლებლო ტიპის აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს.

შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

XXXI სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 11 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის, სამართლის საბაკალავრო...

11 ივნისი, 2021 სრულად ნახვა

ვებინარი

სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით 2021 წლის 09 ივნისს ჩატარდა ვებინარი...

09 ივნისი, 2021 სრულად ნახვა