გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის და გორის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში

24 აპრილი,2025

24 აპრილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის და გორის მერიის ერთობლივი პროექტის "საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა" ფარგლებში, მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში გაიმართა პირველი შეხვედრა თემაზე – „თვითშეფასება და მოტივაცია“.
ტრენინგის დროს მონაწილეებთან ერთად განხილული იყო შემდეგი საკითხები:
რა არის თვითშეფასება და როგორ ყალიბდება ის
როგორ მოქმედებს თვითშეფასება ადამიანის მენტალურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე
როგორ ყალიბდება წარმოდგენა საკუთარ თავზე
რა არის მოტივაცია
როგორ ურთიერთკავშირშია თვითშეფასება და მოტივაცია და როგორ მოქმედებენ ისინი პიროვნებაზე
პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეებმა შეასრულეს შემდეგი სავარჯიშოები:
გაცნობითი ვარჯიში
პოზიტიური თვითშეფასება – „მე ვარ...“
მოტივაციის აღმოჩენა – „ჩემი მოტივაცია მოდის, როცა...“
თემატური ვიდეოს ჩვენება და განიხილვა
ტრენინგს უძღვებოდა ფსიქოლოგი ეკატერინე მენაბდიშვილი
პროექტის კოორდინატორები: გორის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები გვანცა ჯაბაური, მანანა ღონღაძე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საქმიანი ვიზიტი ვატიკანში

მიმდინარე წლის 8-12 დეკემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, აკადემიკოსი გიორგი...

15 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა

მეორე ტრენინგი ჟან მონეს კათედრის ფარგლებში

2025 წლის 12 დეკემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟან მონეს კათედრის ფარგლებში, გაიმართა მეორე ტრენინგი თემაზე „ევროკავშირის სოციალური...

12 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა