გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა, 10 წარჩინებულ სტუდენტს, სტიპენდია დაუნიშნა

18 ნოემბერი,2021

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის 10 წარჩინებულ სტუდენტს, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა, სტიპენდია დაუნიშნა.
2021 წლის 15-21 ნოემბრის ჩათვლით, სტუდენტთა კვირეულისა და კამპანია „მომავალი პედაგოგის“ ფარგლებში, სტუდენტური ღონისძიებები რამდენიმე ქალაქში გაიმართება. ღონისძიების ინიციატორი „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი“ და 6 პარტნიორი უნივერსიტეტია.
„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“, რომელიც მეხუთე წელია წარმატებით ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს, გასულ წელს სპეციალური სტიპენდიები დააწესა გორის უნივერსიტეტის იმ წარმატებული სტუდენტებისთვის, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან.
18 ნოემბერს, აღნიშნული კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა გორის უნივერსიტეტში. ღონისძიების დროს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბატონმა ბერიკა შუკაკიძემ, ფონდის დირექტორმა, ბატონმა ზურაბ კერვალიშვილმა, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა ალექსიძემ წარჩინებულ სტუდენტებს მიულოცეს ფონდის სტიპენდიანტობა და სამომავლოდ არაერთ საინტერესო ღონისძიებაში ჩართვა შესთავაზეს. სტუდენტებს ასევე მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს გორის უნივერსიტეტის პროფესორებმა ლაურა ელიაურმა და ნოდარ მირაზანაშვილმა.
ფონდის სტიპენდიანტებმა, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის წარჩინებულმა სტუდენტებმა ღონისძიების დროს ჩაატარეს იმიტირებული გაკვეთილი - „ჩემი პირველი გაკვეთილი“.
ღონისძიებას დაესწრენ „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდის წარმომადგენლები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომდგენლები, საჯარო სკოლის პედაგოგები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ონლაინ ლექცია გენდერულ ძალადობაზე

მიმდინარე წლის 2 დეკემბერს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონული ოფისის ინიციატივით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის...

02 დეკემბერი, 2021 სრულად ნახვა

ჟან მონეს მოდული გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სემინარი...

ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების ფორმატში, 2020 წელს გაიმარჯვა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა ჟან მონეს მოდულმა „აღმოაჩინე...

29 ნოემბერი, 2021 სრულად ნახვა