კონცერტი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

16 მარტი,2023

მიმდინარე წლის 16 მარტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის გაიმართა კონცერტი.
შეხვედრა გახსნა და სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე. სტუმრებს ასევე მიესალმნენ: გორის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი ზურა ზურაბაშვილი და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა (გვანცა გვიმრაძე, სალომე გვიმრაძე, ლუკა აბრამიშვილი, ანა ჩადუნელი, ნიცა ოქრუაშვილი, თიკო ხუციშვილი (ვოკალის პედაგოგი, თეა ქიტიაშვილი), უნივერსიტეტის ჯაზ-ბენდი „კანუდოსი“ (ვოკალისტი ნაზი მაღალაშვილი).
კონცერტის პარალელურად გაიმართა სახალისო ვიქტორინა. მოსწავლეები და სტუდენტები, რომლებიც კარგად იცნობდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებსა და სტუდენტურ ცხოვრებას, დასაჩუქრდნენ სამახსოვრო პრიზებით.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა პროფესორმა ანჯეი პუქშტოსთან

მიმდინარე წლის 24 მარტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ კაუნასის ვიტაუტას დიდის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,...

24 მარტი, 2023 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა

მიმდინარე წლის 23 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,ჰორიზონტი ევროპის’’ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის ორგანიზებით, გორის უნივერსიტეტის...

23 მარტი, 2023 სრულად ნახვა