მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

10 ნოემბერი,2023


მიმდინარე წლის 10 ნოემბერს მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ საღამოზე უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვლმა მონაწილეებს მიულოცა მეცნიერების დღე, ისაუბრა გორის უნივერსიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე სამეცნიერო - კვლევით პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე. ხაზი გაუსვა მეცნიერების უახლესი მიღწევების პოპულარიზაციის მნიშვნელობას და მის როლს თანამედროვე ცხოვრების ყოველდღიურობაში.
დამსწრე საზოგადოებას მეცნიერების დღე მიულოცეს: განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა ალექსიძემ; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა; საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ანა იმნაძემ.
ჰორაიზონ ევროპის საუნივერსიტეტო ოფისის კოორდინატორმა, გიორგი მღებრიშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ ზურაბაშვილმა გორის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის წარმოადგინეს საინფორმაციო პრეზენტაცია ადგილობრივ, საერთაშორისო და ჰორაიზონ ევროპის სამეცნიერო საგრანტო კონკურსებთან დაკავშირებით;
ამავე ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტმა უმასპინძლა აქტივობების ციკლს - „მეცნიერება სკოლებისთვის“, რომელშიც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის და საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან ერთად, ჩართულები იყვნენ გორის #3, #4, #6, ბერშუეთის, ქვ. სობისის საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები.
პროფ. თინათინ იოსებიძის, თამარ ბერიძის და ზურაბ პაპიაშვილის ხელმძღვანელობით წარმოდგენილი იყო რძის შემოწმების ექსპერიმენტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო-საგრანტო კონკურსის „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ გამარჯვებული პოექტიდან - „ანტიბიოტიკების ზეგავლენა რძის ხარისხზე შიდა ქართლში“.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საკალათბურთო ჩემპიონატი

5 დეკემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა, შემდეგი თამაში ჩაატარა საკალათბურთო ჩემპიონატში B ლიგა, ჩვენი გუნდის მოწინააღმდეგე ამჯერად საავიაციო...

05 დეკემბერი, 2023 სრულად ნახვა

სტუდენტური ჩემპიონატი კალათბურთში

2 დეკემბერს განახლდა სტუდენტური ჩემპიონატი კალათბურთში, B ლიგა, სადაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, დაუპირისპირდა სულხან საბას უნივერსიტეტის გუნდს და...

02 დეკემბერი, 2023 სრულად ნახვა