პოლონეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

11 ნოემბერი,2023

პოლონეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ბატონი მარიუშ პიეტჟაკი და საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის კონსული, ბატონი პიოტრ პომიანოვსკი.
სტუმრებს შეხვდა გორის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც სტუმრებს მიულოცა პოლონეთის დამოუკიდებლობის დღე, ხაზი გაუსვა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორცილებეული იმ საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების მნიშვნელობას, რომლებიც უკავშირდებდა ქართულ-პოლონურ ურთიერთობებს. საუბარი შეეხო ქართულ-პოლონური ურთიერთობის ღრმა ტრადიციებს და გორის უნივერსიტეტის აქტიურ ჩართულობას პარტნიორულ და თანამშრომლობით ურთიერთობებში ვარშავის, ბიდგოშის, ოპოლეს და პოლონეთის სხვა უნივერსიტეტებთან.
სტუმრები გორის უნივერსიტეტში არსებულ ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრში შეხვდნენ სტუდენტებს, პოლონური ფესვების მქონე მოქალაქეებს და იმ კურსდამთავრებულებს, რომლებიც გორის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში, პოლონეთში იღებდნენ განათლებას.
უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ, პოლონეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინებით შეამკეს მარშალ იოსებ პილსუდსკის სახელობის სკვერი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საკალათბურთო ჩემპიონატი

5 დეკემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა, შემდეგი თამაში ჩაატარა საკალათბურთო ჩემპიონატში B ლიგა, ჩვენი გუნდის მოწინააღმდეგე ამჯერად საავიაციო...

05 დეკემბერი, 2023 სრულად ნახვა

სტუდენტური ჩემპიონატი კალათბურთში

2 დეკემბერს განახლდა სტუდენტური ჩემპიონატი კალათბურთში, B ლიგა, სადაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, დაუპირისპირდა სულხან საბას უნივერსიტეტის გუნდს და...

02 დეკემბერი, 2023 სრულად ნახვა