პროექტის ფარგლებში, პროექტის მონაწილეები ეწვივნენ ზემო ნიქოზს

03 ივნისი,2021

2021 წლის 3 ივნისს , სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული შიდა პროექტის ,,საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლების ლაპიდარული წარწერები და ეპიტაფიები“ - ფარგლებში, პროექტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, მკვლევარი - ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი და პროექტის მონაწილე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები: სოფიკო სეხნიაშვილი, სალომე გელდიაშვილი, თეონა ქოქაშვილი, ნათია მაზმიშვილი, ნინო კაპანაძე, ნათია მინდიაშვილი და მარიამ ლომსაძე ეწვივნენ სოფ. ზემო ნიქოზს.

პროექტის წევრებმა აღრიცხეს, დაზომეს, გადაიღეს ზემო ნიქოზის ღვთაებისა (V_VI სს.) და მთავარანგელოზის (X ს.) ტაძრებზე არსებული ლაპიდარული წარწერებისა და ტაძრების მიმდებარე ტერიტორიის სასაფლაოზე მდებარე ძველი საფლავების ეპიტაფიები.

პროექტი მთლიანობაში ითვალისწინებს ზემო და ქვემო ნიქოზის, ასევე, ზემო და ქვემო ხვითში არსებული სიძველეების, ლაპიდარული წარწერებისა და ეპიტაფიის გამოვლენას, აღნუსხვას, დამუშავებას, შესწავლას და გამოცემას. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ფოტოგამოფენის მოწყობაც.

ამ მიზნით, ზემოხსენებულ სოფლებში დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ვიზიტი.

სტუდენტები მუშაობის პროცესში ეუფლებიან ზოგადად პალეოგრაფიის, ლაპიდარული და ფრესკული წარწერების კითხვის და დათარიღების უნარ-ჩვევებს, რაც უთუოდ წაადგებათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში. გარდა ამისა, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად ზრდის მათ მოტივაციას მშობლიური კუთხის შესწავლის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი გიორგი სოსიაშვილი პროექტიდან მიღებულ თანხას მთლიანად უნივერსიტეტის სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ურიცხავს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

XXXI სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 11 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის, სამართლის საბაკალავრო...

11 ივნისი, 2021 სრულად ნახვა

ვებინარი

სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით 2021 წლის 09 ივნისს ჩატარდა ვებინარი...

09 ივნისი, 2021 სრულად ნახვა