რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა რიზეს უნივერსიტეტის ახლადგახსნილ რუსთაველის კაბინეტს პირველი სიმბოლური საჩუქარი - შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა

17 ნოემბერი,2023

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა რიზეს უნივერსიტეტის ახლადგახსნილ რუსთაველის კაბინეტს პირველი სიმბოლური საჩუქარი - შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა.
გარდა ამისა, კაბინეტში განთავსდა პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის ბოლო წლებში გამოცემული მონოგრაფიები და პროფესორ გიორგი სოსიაშვილის ახლახანს დაბეჭდილი მოთხრობების კრებული „შეპყრობილი“.
საჩუქრების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს წილად ხვდა პატივი, გაეხსნა ახლადდაარსებული კაბინეტის შთაბეჭდილებების წიგნი და პირველი, კეთილი სურვილები გაეგზავნა რეჯეფ ტაიფ ერდოღანის სახელობის რიზეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის და ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილების მთელი შემადგენლობისთვის.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საკალათბურთო ჩემპიონატი

5 დეკემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა, შემდეგი თამაში ჩაატარა საკალათბურთო ჩემპიონატში B ლიგა, ჩვენი გუნდის მოწინააღმდეგე ამჯერად საავიაციო...

05 დეკემბერი, 2023 სრულად ნახვა

სტუდენტური ჩემპიონატი კალათბურთში

2 დეკემბერს განახლდა სტუდენტური ჩემპიონატი კალათბურთში, B ლიგა, სადაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, დაუპირისპირდა სულხან საბას უნივერსიტეტის გუნდს და...

02 დეკემბერი, 2023 სრულად ნახვა