რუსთაველის სახელობის კაბინეტის გახსნა რიზეს უნივერსიტეტში

17 ნოემბერი,2023

17 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის სახელობის რიზეს უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაში გაიმართა რუსთაველის სახელობის კაბინეტის გახსნის ოფიცილაური ცერემონია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ქეთევან ქოქრაშვილმა; გორის სახელმწიფო უნვიერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა; საქართველოს გენერალური საკონსულოს (ქ. ტრაპიზონში) კონსულმა, ბატონმა ნიკოლოზ იაშვილმა და რიზეს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ნები გუმუშმა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საქართველოს გენერალური საკონსულოს (ქ. ტრაპიზონში) ვიცე-კონსული, ბატონი თემურ ტარტარაშვილი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი როინ მალაყმაძე; რიზეს უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი გულ მუქერრემ ოზთურქი; რიზეს უნვივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქალბატონი სოფიო მახაჭაშვილი; ამავე უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი, ქალბატონი ნერიმან ილმეზი და სხვა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

მეხუთე სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 22 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა მეხუთე სამეცნიერო კონფერენცია: „ეკონომიკა და ბიზნესი: გამოწვევები და...

22 თებერვალი, 2024 სრულად ნახვა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოკუპაციის მუზეუმში იმყოფებოდნენ გორის #10...

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოკუპაციის მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ გორის #10 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები, რომლებიც ჩართულნი არიან სკოლის მიერ...

22 თებერვალი, 2024 სრულად ნახვა