საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

14 მარტი,2023

გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, 14 მარტს გორის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას უძღვებოდნენ: გორის რაიონის პროკურატურის პროკურორი, ბატონი ოთარ დოხნაძე, რაიონული პროკურორის მოადგილე, ბატონი მორის ჩუბინიძე და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, ქალბატონი ხატია ჩიხლაძე.
ლექციის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს და გენდერული სტერეოტიპების განხილვას.
ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა პროფესორმა ანჯეი პუქშტოსთან

მიმდინარე წლის 24 მარტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ კაუნასის ვიტაუტას დიდის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,...

24 მარტი, 2023 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა

მიმდინარე წლის 23 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,ჰორიზონტი ევროპის’’ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის ორგანიზებით, გორის უნივერსიტეტის...

23 მარტი, 2023 სრულად ნახვა