სამუშაო შეხვედრა ერაზმუს+ -ის პროექტის ფარგლებში

07 ივლისი,2021

მიმდინარე წლის 5-7 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ,,ერაზმუს+“-ის პროექტის „საქართველოს უნივერსიტეტებში მე-3 მისიის ხარისხის და აქტუალურობის გაძლიერება“ - Strengthenining the QUAlity and RElevance of the 3rd mission in Georgian Universities“/ SQUARE“ ფარგლებში, პროექტის კონსორციუმის შეხვედრას უმასპინძლა.
პროექტის კოორდინატორია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტში 8 ქართული და 4 უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებაა ჩართული, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ზურაბ ზურაბაშვილი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სერტიფიკატების გადაცემა

მიმდინარე წლის 02 აგვისტოს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს გადაეცათ პროექტში

02 აგვისტო, 2021 სრულად ნახვა

სამაგისტრო საკვალიფიკაციო დაცვები

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამაგისტრო საკვალიფიკაციო დაცვები მიმდინარეობს. 28 ივლისს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის...

01 აგვისტო, 2021 სრულად ნახვა