
შეხვედრა ჩეხეთის ელჩთან
26 მარტი,2024მიმდინარე წლის 26 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, პეტრ კუბერნატს უმასპინძლა.
გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის განათლების სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ.
საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი შეხვდა გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატს, პროფესორ გიორგი სოსიაშვილს, რის შემდეგაც სტუდენტებთან გამართა საჯარო ლექცია, თემაზე - ევროკავშირი და მისი სტრუქტურა.
დასასრულს შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.