
შეხვედრა ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტში
17 ნოემბერი,2023მიმდინარე წლის 17 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ რიზეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ამავე უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაში რუსთაველის სახელობის კაბინეტის გახსნასთან დაკავშირებით.
შეხვედრაში მონაწილეობდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი. საკუთარ გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა ბოლო ათწლეულების საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს, ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და უნივერსიტეტების ჩართულობის როლს ამ პოზიტიური ურთიერთობების მშენებლობაში.
ღონისძიების მონაწილეთაგან დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ: მასპინძელი უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფოსორი ნები გუმუში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ქალბატონი ქეთევან ოქრაშვილი, საქართველოს გენერალური საკონსულოს (ქ. ტრაპიზონში) კონსული, ბატონი ნიკოლოზ იაშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი როინ მალაყმაძე, რიზეს უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი გულ მუქერრემ ოზთურქი და სხვ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს გენერალური საკონსულოს (ქ. ტრაპიზონში) ვიცე-კონსული, ბატონი თემურ ტარტარაშვილი; თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე; რიზეს უნვივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქალბატონი სოფიო მახაჭაშვილი; ამავე უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი, ქალბატონი ნერიმან ილმეზი; ასისტენტი, ქალბატონი თამარ ქაროსანიძე და სხვ ოფიციალური პირები.
საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ბენდი ნერიმან ილმაზის ხელმძღვანელობით