შეხვედრა „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ დირექტორთან

22 ნოემბერი,2024

მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი შეხვდა „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ დირექტორს, ბატონ ზურაბ კერვალიშვილს და ფონდის წარმომადგენელს, ქალბატონ მაიკო ჩიტაშვილს. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრას ესწრებოდა გორის უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათ ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა ალექსიძე და საერთაშორსო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ზურაბ ზურაბაშვილი.
ამავე დღეს გორის უნივერსიტეტში გაფორმდა ხელშეკრულება განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ათ წარჩინებულ სტუდენტთან, რომლებმაც ყველაზე მაღალი შეფასებებით, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიები მოიპოვეს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში

2025 წლის 7-10 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში, რომელსაც...

12 მარტი, 2025 სრულად ნახვა

დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო...

2025 წლის 28 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა დავით...

28 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა