შეხვედრა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან

19 თებერვალი,2021

მიმდინარე წლის 19 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ ენრიკო ვალვოს უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს გორის უნივერსიტეტში იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის გახსნასა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს ხელშეწყობით გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში იტალიური ენის შემსწავლელი კურსების დაწყებაზე, ქალაქისა და რეგიონის მასშტაბით იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციასა და სხვა ერთობლივი აქტივობების შესახებ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს ატაშე განათლების საკითხებში, ქალბატონი ორნელა სპანო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, პროფ. ბერიკა შუკაკიძე, შიდა ქართლის სამხარეო ადმინიტრაციის რწმუნებულის მოადგილე, ბატონ ნუგზარ სამხარაძე, ქ. გორის მერი ბატონი კონსტანტინე თავზარაშვილი და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

შეხვედრის დასასრულს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა და ორგანიზაცია „მინერვა ინტისს''-ის პრეზიდენტმა, ბატონ ჯოვანი ჯაკომანტიომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც მიზნად ისახავს განათლების და კულტურის სფეროში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და იტალიური უმაღლეს საგანამათლებლოს დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას,

სტუმრებმა მოინახულეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის გახსნილი იტალიური ენისა და კულტურის ცენტრი და ოკუპაციის მუზეუმი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება

მიმდინარე წლის 25 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

25 თებერვალი, 2021 სრულად ნახვა

ბიბლიოთეკართა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი

2021 წლის 23-24 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის დისტანციურ რეჟიმში გაიმართა ბიბლიოთეკართა კვალიფიკაციის...

24 თებერვალი, 2021 სრულად ნახვა