შეხვედრა კურსდამთავრებულებთან

24 იანვარი,2024

მიმდინარე წლის 24 იანვარს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდღე მღებრიშვილი შეხვდა გორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს. შეხვედრაზე განიხილეს კურსდამთავრებულების უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ მიმდინარე ეტაპზე კურსდამთავრებულთა მონაწილეობა საგანმანათლებლო პროგრამების და, ზოგადად, უნივერსიტეტის განვითარების პროცესებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა ალექსიძე; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი და იურიდიული სამსახურის უფროსი, დავით კვერნაძე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტური საახალწლო კონცერტი

ღონისძიება გახსნა სტუდენტებს და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

27 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა

სტუდენტთა მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2024 წლის 26 დეკემბერს, ჰიბრიდულ რეჟიმში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება და...

26 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა