შეხვედრა სტუდენტებთან

22 მარტი,2024

მიმდინარე წლის 22 მარტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი შეხვდა სტუდენტებს, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი საკითხებისა და სიახლეების გაცნობა, მათ შორის სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით 2024 წლის მარტი-ივნისის პერიოდში დაგეგმილი მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალის შესახებ.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში. ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს საკითხები, რომლებიც ეხებოდა სტუდენტური ცხოვრების რიგ მნიშვნელოვან დეტალებს, არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია.

მიმდინარე წლის 16 აპრილს, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, სსიპ-გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული...

14 აპრილი, 2025 სრულად ნახვა

ტრენინგი აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის

10 აპრილს უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების საკითხები". 

10 აპრილი, 2025 სრულად ნახვა