სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

08 ივნისი,2021

2021 წლის 8 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის და კათედრასთან არსებული სტუდენტთა სამეცნიერო წრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“.

კონფერენციაზე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის გარდა, მონაწილეობა მიიღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

კონფერენცია გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. მონაწილეებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიამ შერაზადიშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელი პროფესორი თეა ხორგუაშვილი, კათედრასთან არსებული სტუდენტთა სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი, პროფესორი გიული გიგუაშვილი.

წარმოდგენილი იყო 28 მოხსენება. კონფერენცია ჩატარდა ელექტრონული პლატფორმის (zoom.us) მეშვეობით.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა ჩეხეთის ელჩთან

მიმდინარე წლის 26 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, პეტრ კუბერნატს...

26 მარტი, 2024 სრულად ნახვა

ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა...

მიმდინარე წლის 26 მარტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლების...

26 მარტი, 2024 სრულად ნახვა