ტრაპიზონის V საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი

13 აპრილი,2021

შავიზღვისპირეთის მწერალთა კავშირის ეგიდით, მიმდინარე წლის 4 აპრილს გაიხსნა და 24 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება ტრაპიზონის V საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი. აღნიშნულ ფესტივალზე განიხილება 18 ქვეყნის ლიტერატურული საკითხები.

ფესტივალის 2021 წლის საპატიო ქვეყნად წარადგინეს საქართველო. ცერემონია მიეძღვნა ქართველ პოეტს, ტარიელ ხარხელაურს.
ფესტივალი გახსნა შავიზღვისპირეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ესმა ალა თურქმენმა, რომელმაც მონაწილეებს გააცნო ფესტივალის მიზნები და მოკლე ისტორია.


ღონისძიებას ესწრებოდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც ისაუბრა ქართულ-თურქულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ზოგად კულტურულ საკითხებზე, ასევე ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას ქვეყნებს შორის კავშირების დასამყარებლად.

დამსწრე საზოგადოებიდან ქართველოლოგმა, ბატონმა ჰარუნ ჩიქმემ მიმოიხილა ქართულ-თურქული ლიტერატურული ურთიერთობები დღევანდელობის ასპექტებით. ფესტივალის საპატიო სტუმარმა, ბატონმა ტარიელ ხარხელაურმა, მადლობა გადაუხადა ფესტივალის ორგანიზატორებს და ისაუბრა საკუთარი შემოქმედების შესახებ.

ფესტივალის მეორე დღის ძირითადი მომხსენებელი იყო გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, მოხსენების თემა: ,,ლიტერატურის როლი ქართულ-თურქული კულტურის დიალოგში“.
მოხსენების დასასრულს გაიმართა დისკუსია აღნიშნული საკითხის ირგვლივ.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ლიტერატურული კონკურსის ,,მაჩაბელი“ ფინალი!

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ლიტერატურულ კონკურს ,,მაჩაბელის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი.

28 აპრილი, 2021 სრულად ნახვა

დედამიწის დღე

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის სასწავლო-საცდელ...

23 აპრილი, 2021 სრულად ნახვა