ერასმუს+ გაცვლით პროგრამა

06 ნოემბერი,2015

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის,   ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტში (ბულგარეთი)
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ გაცვლით პროგრამაში ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტში (ბულგარეთი; ვებგვერდი: http://vumk.eu/)

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სემესტრის სტუდენტებს.

სასწავლო მიმართულებები:

ბიზნესი და ტურიზმი

საგნების ჩამონათვალი გაზაფხულის სემესტრი (დანართი 1)

საგნების ჩამონათვალი ზაფხულის სემესტრი (დანართი 2)

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

  • ენის (ინგლისური ენა B1) ინსტიტუციონალური ტესტირება (გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, 18 ნოემბერი); ენის ინსტიტუციონალურ ტესტირებაზე გამსვლელთა რეგისტრაცია განხორციელდება ა/წ 16 ნოემბრამდე სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, 214-ე ოთახი)
  • დოკუმენტაციის შემოწმება (გორის სახელმწფო სასწავლო უნივერსიტეტი)
  • 5 საუკეთესო აპლიკანტს (მაღალი GPA, მაღალი ქულა უცხო ენის ტესტირებაში) სკაიპით გაესაუბრება შესარჩევი კომისია (მასპინძელი უნივერსიტეტი)
  • საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 20 ნოემბრის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: gstu2012@gmail.com. გთხოვთ, მიუთითოთ “subject”- ის ველში აპლიკანტის სახელი და გვარი.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • პასპორტის ასლი 
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ბეჭდით დამოწმებული)
  •  ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ბეჭდით დამოწმებული)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
  • შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (მოინიშნეთ დანართი 1-იდან და დანართი 2-დან თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი) დანართი 3

სტიპენდიის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი (2015/2016 წლის გაზაფხულის/ზაფხულის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს: ყოველთვიური სტიპენდია 750 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება 275 ევროს ოდენობით.

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

 

ღონისძიებები იხილეთ ყველა

რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, 8 აგვისტოს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, ...

08 აგვისტო, 2026 სრულად ნახვა

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება

მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება.შეხვედრა გახსნა, სტუმრებს და კურსდამთავრებულებს...

06 აგვისტო, 2026 სრულად ნახვა