გაცვლითი პროგრამა

14 დეკემბერი, 2015

საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამა უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის

  1. 10 სასწავლო სტიპენდია სრული და ნაწილობრივი (part-time studies) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის სოფლის მეურნეობის სფეროში, 
  2. 10 სტიპენდია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მდგრადი განვითარების სფეროში, 
  3. 5 სტიპენდია საექთნო საქმეში, 
  4. 10 სტიპენდია ინჟინერიასა და ტექნოლოგიაში, 
  5. 10 სტიპენდია წყლის რესურსების მართვაში, ეკონომიკასა და ბიზნეს ადმინისტრირებაში, 
  6. 5სტიპენდიას სრული სადოქტორო პროგრამისათვის ინგლისურ ენაზე ნებისმიერ სფეროში.

შენიშვნა 1. ნაწილობრივი (part-time studies) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემთხვევაში სწავლების პერიოდი მოიცავს ერთ აკადემიურ წელს და სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.
შენიშვნა 2. სადოქტორო პროგრამის შემთხვევაში არჩევანი თავისუფალია
შენიშვნა 3. სტუდენტებს მოეთხოვებათ სასურველი საგანმანათლებლო პროგრამისთვის
აუცილებელი უცხო ენის გარკვეულ დონეზე ფლობა. (იხ.ფაილი2)
შენიშვნა 4. სტუდენტებისთვის სწავლის პროცესის უნგრულ ენაზე წარმართვის შემთხვევაში, ისინი გაივლიან უნგრული ენის ერთწლიან მოსამზადებელ კურსს. უნგრულ ენასთან ერთად სტუდენტები ასევე გაივლიან მათ მიერ არჩეულ სფეროსთან დაკავშირებულ საგნებს.

მოთხოვნილი საბუთების მიღება პარალელურ რეჟიმში იწარმოებს როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემდეგ ელ-ფოსტებზე: abaramia@mes.gov.ge და rjobava@mes.gov.ge,
და სასტიპენდიო პროგრამის სააპლიკაციო ბმულზე, რომელიც გაიხსნება 2016 წლის იანვარში და დაიხურება 2016 წლის 1 მარტს.

file 1; file 2; file 3.

 

ღონისძიებები იხილეთ ყველა

თანამშრომლობის მემორანდუმი

სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის...

01 მაისი, 2026 სრულად ნახვა

სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება

მიმდინარე წლის 27 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.

27 აპრილი, 2026 სრულად ნახვა