კონკურსი მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

20 თებერვალი,2018

კონკურსი მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 სემესტრის და მაგისტრატურის მე-2 და მე-3 სემესტრის სტუდენტებისთვის მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს 2018 წლის 6 მარტისა უნდა გაიარონ რეგისტრაცია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთოერთობის სამსახურში (საკონტაქტო პირი: რუიზან მექვაბიძე) და 2017 წლის 6 მარტს დაწერონ ინსტიტუციონალური უცხო ენის ტესტი (ინგლისური B1). რეგისტრაციის გასავლელად აუცილებლად იქონიეთ თან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.

მევლანას გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აკადემიური გაცვლა მოხდება შემდეგ მიმართულებებზე: მათემატიკა(ბაკალავრიატი); ბიოლოგია (ბაკალავრიატი); დაწყებითი განათლება (ბაკალავრიატი); მასწავლებელთა განათლება ( მაგისტრატურა); ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა); ტურიზმის მენეჯმენტი (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა); ფინანსები (ბაკალავრიატი); ისტორია (ბაკალავრიატი);

 

კონკურსი მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის.
მევლანას გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორებს.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული.
დაინტერესებულმა პირებმა არაუგვიანეს 2017 წლის 6 მარტისა უნდა გაიარონ რეგისტრაცია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთოერთობის (საკონტაქტო პირი: რუიზან მექვაბიძე).

მევლანას გაცვლითი პროგრამა

პარტნიორი უნივერსიტეტები

Mevlana Exchange Programme Brochure 

Candidate Student Application Form 

Academic Staff Mobility Programme



ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2026 წლის 08 ივნისს, ჰიბრიდულ რეჟიმში, გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბავშვთა უფლებები და...

08 ივნისი, 2026 სრულად ნახვა

მონიკა ტომაშზევსკას საჯარო ლექცია

026 წლის 8 ივნისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა გდანსკის უნივერსიტეტის სრული პროფესორის, გდანსკის უნივერსიტეტის შრომის დეპარტამენტის ხელმძღვანელის...

08 ივნისი, 2026 სრულად ნახვა