სტიპენდიები ბაკალავრიატზე და მაგისტრატურაზე

24 მარტი,2017

სტიპენდიები ბაკალავრიატზე და მაგისტრატურაზე სწავლის მსურველთათვის ევროპაში, ესტონეთში!
დარეგისტრირდი ახლავე, ბოლო ვადა ახლოსაა!

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (TTÜ) ესტონეთში გთავაზობთ სასწავლო პროგრამებს ბიზნესის, იურიდიულის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინჟინერიის, საერთაშორისო ურთიერთობების, ჯანმრთელობის მენეჯმენტის და გარემოს მენეჯმენტის მიმართულებებით, ასევე მრავალ სხვა პროგრამას, რომლებიც ასევე სრულიად ინგლისურ ენაზე ისწავლება.

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გთავაზობთ 21 პროგრამას ინგლისურ ენაზე: 4 საბაკალავრო და 17 სამაგისტრო პროგრამას.

უნივერსიტეტში არსებობს სხვადასხვა სტიპენდიები, რომლებიც სრულად ფარავს სწავლის საფასურს. ასევე უნივერსიტეტში არსებული პროგრამებიდან დაახლოებით 70%-ზე არსებობს სტიპენდიები, რომლებიც აფინანსებს სწავლის საფასურს.

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: www.ttu.ee/programmes
სტიპენდიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: www.ttu.ee/scholarships

რატომ ავირჩიოთ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი?

** სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაარსებული 1918 წელს
** ინოვაციური უნივერსიტეტი სამეწარმეო სულით
** ყველაზე საერთაშორისო უნივერსიტეტი ესტონეთში: ესტონეთში მყოფი საერთაშორისო სტუდენტების 35% სწავლობს სწორედ ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში
1500 საერთაშორისო აკადემიური სტუდენტი, 90 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის 100 სტუდენტი საქართველოდან
** ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შესულია მსოფლიოს საუკეთესო ტოპ 500-650 უნივერსიტეტში (QS World University Ranking 601-650; THE ranking 500-600)
** უნივერსიტეტს აქვს საცხოვრებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურით. საცხოვრებლის გალერეა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე
** საერთაშორისო დონეზე აღიარებული და სრულიად აკრედიტებული დიპლომები
** ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი წარმოადგენს ყველაზე პრიორიტეტულ უნივერსიტეტს - კურსდამთავრებულთა 70% ისევ ამ უნივერსიტეტს ირჩევს შემდგომი სწავლის გასაგრძელებლად.

დაინტერესდი და გსურს გააგრძელო სწავლა ესტონეთში? იხილე დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტში მიღების პროცედურების და საჭირო საბუთების შესახებ შემდეგ ბმულზე: www.ttu.ee/studying

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 1 მაისი.

დამატებითი ინფორმაცია:

ვებ-გვერდი: www.ttu.ee/studying
დაგვიკავშირდით: www.ttu.ee/ask-us
Facebook: Tallinn University of Technology International
Instagram: TallinnTech

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში

მიმდინარე წლის 24 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს, პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სტუმრობდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის...

24 აპრილი, 2024 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის

2024 წლის 17 აპრილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, თემაზე „ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები და...

17 აპრილი, 2024 სრულად ნახვა