Competition in the frame of the Erasmus+ program at the Opole Politechnical University for the academics and staff

01 February,2018


ერასმუს + ის ჩარჩოებში ცხადდება კონკურსი ოპოლეს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (http://www.po.opole.pl/en/) 2 აკადემიური პერსონალის ვიზიტისათვის ერთი კვირით, 5 სამუშაო დღის პერიოდით:
ა/ ერთი აკადემიური პერსონალი სწავლების პერსპექტივით - 8 საათი ლექციების/სემინარების ჩატარება ოპოლეს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე, საიდანაც აკადემიური პერსონალის მიღების თანხმობა იქნება მიღებული;
ბ/ ერთი აკადემიური პერსონალი ტრენინგების გავლის მიზნით შესაბამის ფაკულტეტზე. საიდანაც აკადემიური პერსონალის მიღების თანხმობა იქნება მიღებული.
მოთხოვნები:
ა/ კონკურსში მონაწილე აკადემიური პერსონალი სწავლების პერსპექტივით წარმოადგენს 8 საათი ლექციების/სემინარების ჩატარების სამუშაო გეგმას ოპოლეს უნივერსიტეტის ფაკულტეტის მითითებით;
ბ/ კონკურსში მონაწილე აკადემიური პერსონალი ტრენინგების გავლის მიზნით წარმოადგენს ტრენინგის მიზნის შესაბამის გეგმას მისთვის შესაძენ ან გასაღრმავებელი უნარების მიმართულებით.
გ/ ინგლისური ან პოლონური ენის ცოდნა
წარმოდგენილი სასწავლო/სამუშაო გეგმები გადაიგზავნება ოპოლეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებზე და თანხმობის მიღების შემთხვევაში, კონკურსში მონაწილე ისარგებლებს ერასმუს+-ის პირობებით, რომელიც ითვალისწინებს სრულ დაფინანსებას: მგზავრობას, აკომოდაციას, რასაც კურირებას გაუწევს ოპოლეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ოპოლეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტებიდან მიღებული თანხმობების რაოდენობა იმაზე მეტი აღმოჩნდება, ვიდრე ერასმუს+-ის პროექტითაა გათვალისწინებული (ერთი აკადემიური პერსონალი სწავლების პერსპექტივით და ერთი აკადემიური პერსონალი ტრენინგების გავლის მიზნით), მაშინ გადაწყვეტილება მიღებული იქნება გორის უნივერსიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე.
მსურველებმა სამუშაო გეგმების ელექტრონული ვერსიები წარმოადგინეთ მისამართით: gsu.icic@gmail.com . წარმოდგენის ბოლო ვადაა 20 თებერვალი, 2018

დამატებითი ინფორმაცია
ოპოლეს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება კონფერენციები:
1/ 3rd International Scientific Conference BCI 2018 Opole https://bci.po.opole.pl/?page_id=21 
2/ 11.05.2018 - Craftsmanship – its Local, Regional and International Dimension
http://weiz.po.opole.pl/index.php/konferencje/696-11-05-2018-the-guild-of-craft-and-entrepreneurship-%E2%80%93-the-employers-association-in-opole.html

 

Events See All

calligraphy competition

On January 21, students of the faculty of Humanities participated in the calligraphy competition “who rewrites the Knight in the Panther’s Skin...

21 January, 2025 See More

the third international scientific conference for students

On December 26, 2024 the third international scientific conference for students took place at GSU. Theme of the conference: Education and Innovations. Mr....

26 December, 2024 See More