დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი

22 ნოემბერი,2016

2016 წლის 20 ნოემბერს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და თანამშრომლები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში.
ექსკურსიაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი გიორგი სოსიაშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი ხორბალაძე, რექტორის მოადგილე, ბატონი ალექსანდრე მღებრიშვილი.
ექსკურსიას, გარდა კულტურული შინაარსისა, საგანმანათლებლო დატვირთვაც გააჩნდა. ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამაში გათვალისწინებულია ძველი ქართული მწერლობის, კერძოდ, ცამეტი ასურელი მამის (მათ შორის, დავით გარეჯელის) მოღვაწეობის შესწავლა. გარდა ამისა, ხსენებული მონასტერი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა საქართველოში ერთ-ერთ მძლავრ საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრს, რის შესწავლასაც, ასევე ითვალისწინებს საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ისტორიის საგანმანათლებლო პროგრამები.
ექსკურსიის მონაწილეებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ზეგაანში დაათვალიერეს ღვინის ქარხანა ,,შატო ზეგაანი“, რომლის ამჟამინდელი მფლობელია წარმოშობით გორელი ბიზნესმენი, ბატონი დავით ტატულაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ქარხნის შენობების ძირითადი ნაწილი ისტორიულ ღირებულებას წარმოადგენს და ჯერ კიდევ 1820 წლიდან იყო ალექსანდრე ჭავჭავაძის მფლობელობაში. ექსკურსიის მონაწილეები გაეცვნენ ქარხნის ისტორიას, წარმოების პროცესს. დაათვალიერეს მისი ღირშესანიშნაობანი.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია.

მიმდინარე წლის 16 აპრილს, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, სსიპ-გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული...

14 აპრილი, 2025 სრულად ნახვა

ტრენინგი აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის

10 აპრილს უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების საკითხები". 

10 აპრილი, 2025 სრულად ნახვა