უნივერსიტეტის ისტორია

 

სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლებისა და მეცნიერების მძლავრი კერაა შიდა ქართლში, რომელიც ორი უმაღლესი სასწავლებლის - სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა (საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 აგვისტოს #176 დადგენილება).
გორისა და ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტებს, რომელთა სამართალმემკვიდრეც ამჟამად სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტია, მდიდარი და ღრმა ისტორიული წარსული აქვთ. გორში ჯერ კიდევ 1876 წლის 12 სექტემბერს გაიხსნა ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარია.
1935 წლის აგვისტოში ქ. გორში გაიხსნა ორწლიანი სამასწავლებლო ინსტიტუტი, რომელიც 1939 წელს გადაკეთდა გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტად ოთხწლიანი სწავლებით. ინსტიტუტმა მიიღო დიდი ქართველი პოეტის ნ. ბარათაშვილის სახელი. 1985 წელს მოხდა გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ინსტიტუტს ეწოდა გორის სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტი, 1997 წლიდან კი - გორის სახელმწიფო ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტი. 1999 წლის 16 ივლისს აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელს მიენიჭა უნივერსიტეტის სტატუსი.
ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1932 წელს დაარსდა, სადაც მხოლოდ ერთი -აგრობიოლოგიის ფაკულტეტი ფუნქციონირებდა. მომდევნო წლებში მას ახალი ფაკულტეტები დაემატა. ცხინვალის რეგიონში არსებული ქართულ-რუსული კონფლიქტის გამო, 1991 წლიდან ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიურმა ინსტიტუტმა ქ. გორში განაგრძო ფუნქციონირება. მიუხედავად მწირი მატერიალური ბაზისა, ინსტიტუტის კოლექტივმა შეძლო სასწავლო პროცესის სათანადო დონეზე უზრუნველყოფა. 2000 წლის 16 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა;
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 აგვისტოს N176 დადგენილებით გორის სახელმწიფო და ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტები გაერთიანდა და დაარსდა „სსიპ გორის უნივერსიტეტი“;
2010 წლის 20 აგვისტოს N 247 დადგენილებით „სსიპ გორის უნივერსიტეტს“ ეწოდა „გორის სასწავლო უნივერსიტეტი“;
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის N458 დადგენილებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირი გორის სასწავლო უნივერსიტეტი“ რეორგანიზებულ იქნა „არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად - გორის სასწავლო უნივერსიტეტად“.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის N230 დადგენილებით უნივერსიტეტის სახელწოდება შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი“.

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორის უნივერსიტეტის რექტორის ინტერვიუ “edu.aris.ge”-სთან “Re-Direction”-ის...

2024 წლის 21 ნოემბერს გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა მისცა ინტერვიუ ქართულ საგანმანათლებლო საინფორმაციო სააგენტო...

28 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

მსოფლიოს ბავშვთა დღე

მსოფლიოს ბავშვთა დღესთან დაკავშირებით გორის სახელმწიფო უნივერისტეტის პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის ორგანიზებით გაიმართა ვორქშოპი, რომელშიც მონაწილეობა...

25 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა