სტუდენტთა ინტელექტუალური თამაში
06 ნოემბერი,2026მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ინტელექტუალური თამაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა 19 გუნდი.
თამაში საინტერესოდ და დინამიკურად წარიმართა. მონაწილე გუნდებმა გამოავლინეს ცოდნა, ლოგიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარები.
შეჯიბრების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე წლის სტუდენტები, რომლებსაც გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდს და წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მონაწილეს!