სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა

1.შესავალი

წინამდებარე დოკუმენტი აღწერს სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში-უნივერსიტეტი) ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის ზოგად მიმართულებებს.
თავისი მისიისა და სტრატეგიის შესაბამისად, უნივერსიტეტი ხელს უწყობს საგანმანათლებლო დაწესებულების საერთაშორისო თანამშრომლობას და ინტერნაციონალიზაციის პროცესს.

2. უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის მიზნები.

უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის მიზნებია:

  • სტუდენტებისა და პერსონალის საერთაშორისო მობილობის მხარდაჭერა;
  • უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით ერთობლივი კონფერენციების, პროგრამების/ პროექტების და სხვ. ღონისძიებების შემუშავება/განხორციელება;
  • საერთაშორისო კვლევებში სტუდენტებისა და პერსონალის მონაწილეობის მხარდაჭერა;
  • უცხოელი სტუდენტებისა და პერსონალის მოზიდვა.

3. საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის მექანიზმები.

უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად უნივერსიტეტს შემუშავებული აქვს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის მექანიზმები:

  • საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერით განხორციელებული სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამები/პროექტები;
  • უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობები;
  • სტუდენტებისა და პერსონალის ინტეგრაცია საერთაშორისო პროფესიულ/დარგობრივ და საგანმანათლებლო ქსელებში;
  • ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების (მათ შორის ერთობლივი)/მოდულების/სასწავლო კურსების შემუშავება და განხორციელება;
  • საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება;
  • უცხოელი სტუდენტებისა და პერსონალის მოზიდვის მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო საშუამავლო კომპანიებთან თანამშრომლობა;
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევითი ხასიათის, აგრეთვე სხვა სახის ღონისძიებებში პერსონალისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო ელექტრონულ საბიბლიოთეკო ბაზებზე სტუდენტებისა და პერსონალის შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფა;
  • სტუდენტთა მონაწილეობის მხარდაჭერა საერთაშორისო დისტანციური სწავლების პროგრამებში.

4. ინტერნაციონალიზაციის მექანიზმების ეფექტურობის შეფასება.

ინტერნაციონალიზაციის მექანიზმების ეფეტურობის შეფასება ხორციელდება ორ წელიწააში ერთხელ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ და ითვალისწინებს:

  • უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ უნივერსიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის აქტივობების/ღონისძიებების შესრულების თაობაზე საანგარიშო პერიოდში წარმოდგენილ ყუოველწლიურ ანგარიშებს;
  • სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების საბჭოს ყოველწლიურ დასკვნებს;
  • საანგარიშო პერიოდში ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სამოქმედოი გეგმით განსაზღვრული აქტივობების/ღონისძიებების განსახორციელელბლად უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური რსურსების გახარჯვის ეფექტიანობას;
  • ინტერნაციონალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით პერსონალისა და სტუდენტთა გამოკითხვების შედეგებს;

5. დასკვნითი ნაწილი.

  • საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის მექანიზმების ეფექტურობის შეფასების შედეგებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს;
  • საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის მექანიზმების ეფექტურობის შეფასების შედეგები გამოიყენება ინტერნაციონალიზაციის მექანიზმების დახვეწისა და გაუმჯობესებისთვის.

 

ღონისძიებები იხილეთ ყველა

მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში

მიმდინარე წლის 12-14 სექტემბერს, ,,ერასმუს+“-ის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და...

15 სექტემბერი, 2022 სრულად ნახვა

საქართველოს ეკონომისტთა IV ეროვნულ კონფერენცია

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2022 წლის 9 სექტემბერს უმასპინძლა საქართველოს ეკონომისტთა IV ეროვნულ კონფერენციას "მსოფლიო ეკონომიკის არქიტექტურის ცვლილება და...

09 სექტემბერი, 2022 სრულად ნახვა