ჟან მონეს კათედრის შესახებ „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“
31 აგვისტო,2024ჟან მონეს კათედრა „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“ (101172755 — EU-SJ) წარსდგა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით. იგი შეფასდა დადებითად და მოიპოვა ევროკავშირის (ევროკომისიის) ფინანსური მხარდაჭერა.
ისეთი ფუნდამენტური ფასეულობები, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება, არ არსებობს სოციალური მართლმსაჯულების გარეშე. სოციალური მართლმსაჯულება ფართოდ ინტეგრირებულია ევროკავშირის ყველა პოლიტიკაში. თვით ვაჭრობისა და შიდა ბაზრის მარეგულირებელი წესრიგი შეიცავს სოციალური მართლმსაჯულების დებულებებს ქმნის რა მდგრად განვითარებას ყველასთვის. ევროკავშირმა ასე ჩამოაყალიბა ყველაზე დაცული და ღირსეული ცხოვრების სივრცე მოქალაქეებისთვის.
საქართველო ევროკავშირში გაწევრების კანდიდატი ქვეყანაა. საქართველოს ვალდებულება აქვს განავითაროს დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობა. იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას დემოკრატია და ევროპეიზაცია, პირველ რიგში არსებითად მნიშვნელოვანია ევროპული სტილის სოციალური მართლმსაჯულების პოლიტიკის შექმნა. ევროკავშირის ასეთი ფუნქციონირება ვერ იქნება სრულად და სიღრმისეულად გაგებული შესაბამისი ცოდნისა და სწავლების გარეშე.
ჟან მონეს კათედრა ფოკუსირებული იქნება სწავლებასა და კვლევაზე (ევროკავშირის მოქალაქეობა, ევროკავშირის შრომის სამართალი, ევროკავშირის მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ორგანიზაციული ქცევა და ბიზნესის მართვა, ლიდერობა, სამოხელეო სამართალი, განათლების მენეჯმენტი, ახალგაზრდობა და სხვა ასპექტები).
კათედრას განახორციელებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც არის რეგიონული უნივერსიტეტი შიდა ქართლში, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები, დევნილები რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან რამდენიმე კილომეტრში. აქ სწავლება ევროკავშირზე ძალიან მნიშვნელოვანია.
კათედრის ამოცანებია:
- ევროპული სწავლების გაძლიერება;
- ევროკავშირის შესახებ სწავლება როგორც უნივერსიტეტში, ასევე, უნივერსიტეტის გარეთ.
- ევროპული ფასეულობების გაძლიერება.
კათედრის სამიზნე ჯგუფებია:
- უნივერსიტეტის სტუდენტები საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლების საფეხურებზე;
- სტუდენტები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებიდან (ბიზნესის მენეჯმენტი, სამართალი, საჯარო მმართველობა).
- უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, რათა განავითარონ საკუთარი კურიკულუმები ევროკავშირისა და შედარებითი სწავლების მიმართულებით;
- უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი;
- ადგილობრივი მოსახლეობა, კერძოდ, სკოლის მასწავლებლები, ჟურნალისტები, საჯარო სამსახურის წარმომადგენლები და სხვა.
კათედრის ამოცანების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ქმედებები:
- სასწავლო დისციპლინების სილაბუსების გაძლიერება (შედარებითი შრომის სამართალი, სამოხელეო სამართალი, ლიდერობა, ორგანიზაციული ქცევა, ევროკავშირის სამართალი) და სწავლება.
- სპეციალური ტრენინგ-მოდულის შემუშავება „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“ და ტრენინგების ჩატარება.
- პოლონელი პროფესორის მიერ (გდანსკის უნივერსიტეტიდან) გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციის ჩატარება თემაზე „ევროკავშირის სოციალური პოლიტიკა“.
- სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება და კვლევითი კომპონენტის გაძლიერება - „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება და საქართველოს პრაქტიკა“.
- კათედრის ვებ-გვერდის მომზადება და საინფორმაციო კომუნიკაცია ევროკავშირის შესახებ.
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდული ჰაბის მხრიდან ევროკავშირის პოპულარიზების საქმიანობის განხორციელება.
- „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“ - სახელმძღვანელოს შემუშავება და გამოქვეყნება.
- სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება კათედრის შედეგებისა და იმპლემენტაციის თაობაზე.
ჟან მონეს კათედრა განხორციელდება 3 წლის განმავლობაში - სექტემბერი, 2024 - აგვისტო, 2027.