პროექტის შესახებ

 

ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში E-PSY
ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში E-PSY (617980-EPP-1-2020-1-GE-EPPKA2-CBHE-SP)

E-PSY პროექტის (განხორციელების პერიოდი – 2021-2023 წწ.) ზოგადი მიზანია სტუდენტებისთვის სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების შექმნის გზით. ზოგადი მიზნიდან გამომდინარეობს ხუთი კონკრეტული მიზანი:
1. ფსიქოლოგიური ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში;
2. პერსონალის მომზადება და გადამზადება;
3. რეკომენდაციებისა და საკანონმდებლო დოკუმენტაციების შემუშავება;
4. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სტუდენტებისა და, საერთოდ, ფართო აუდიტორიის ცნობიერების ამაღლება;
5. საქართველოს უნივერსიტეტების ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ასოციაციის შექმნა.

პროექტის განხორციელების პერიოდში, პროექტით გათვალისწინებული აქტივობების შედეგად, პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში და, შესაბამისად, მათი განთავსების რეგიონებში (შიდა ქართლში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში) გაიზრდება არა მხოლოდ სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, არამედ უფრო ფართო აუდიტორიის ინფორმირებულობა ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და კონსულტაციის მნიშვნელობის შესახებ (ჩატარდება საინფორმაციო კამპანიები, პრესაში გამოქვეყნდება მასალები, დაიბეჭდება ფლაერები, შეიქმნება ვებგვერდი და ა.შ.).

ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების დაფუძნებით, პროექტში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები მიიღებენ ფსიქოლოგიურ კონსულტაციასა და დახმარებას მათი მოთხოვნის შესაბამისად. ამ დახმარებას მათ გაუწევენ ფსიქოლოგები, რომლებიც სპეციალიზირებულ ტრენინგებს გაივლიან ბიდგოშისა და ბრაშოვის უნივერსიტეტებში, მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და ევროპელი სპეციალისტების მიერ ორგანიზებულ ვორქშოფებსა და სემინარებში. ასევე, შემუშავდება რეკომენდაციები და საკანონმდებლო დოკუმენტაცია, შეიქმნება უნივერსიტეტების ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ასოციაცია, რაც ხელს შეუწყობს პროექტის შედეგების მდგრადობასა და მის სიცოცხლისუნარიანობას.

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლის დირექტორებთან და ამ...

სსიპ- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა შეხვედრა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლის დირექტორებთან და ამ სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებთან.შეხვედრას...

17 ნოემბერი, 2022 სრულად ნახვა

სტუდენტთა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2022 წლის 16 ნოემბერს გაიხსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება და...

16 ნოემბერი, 2022 სრულად ნახვა