
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება 2025
07 აგვისტო,2025
კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც კურსდამთავრებულებს და მოწვეულ სტუმრებს მიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. მან კურსდამთავრებულებს მიულოცა ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის ღირსეული დასრულება და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი ყოველთვის იქნება მათი პროფესიული განვითარების საწყისი წერტილი.
„თქვენ დღეს ასრულებთ არა მხოლოდ აკადემიურ გზას, არამედ იწყებთ ახალ თავგადასავალს — პროფესიულ, პიროვნულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამაყობს თითოეული თქვენგანით. თქვენი მიღწევები, მიზნები და ღირებულებები ჩვენი ქვეყნის მომავლის საფუძველია.“
კურსდამთავრებულებს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს:
საქართველოს პარლამენტის წევრმა, აკადემიკოსმა გიორგი სოსიაშვილმა;
რექტორის მოადგილემ, ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა;
ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ლევან მიდოდაშვილმა;
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოც. პროფესორმა ქეთევან ბარბაქაძემ;
განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოც. პროფესორმა ლელა ალექსიძემ;
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა;
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, ლიზი ბალახაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის უნივერსიტეტის საიუბილეო მედლებითა და სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ უნივერსიტეტის ის წარმომადგენლები, რომელთა პროფესიონალიზმი, მრავალწლიანი შრომა და მაღალი პასუხისმგებლობა არსებითად განაპირობებს საგანმანათლებლო პროცესის ხარისხს და ინსტიტუციური განვითარების დინამიკას.
საიუბილეო მედლები გადაეცათ:
ხარისხის მართვის სამსახურის უფროსს, პროფესორ ლევან მიდოდაშვილს;
სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსს, პროფესორ ციური დურულს;
პროფესორ თამილა გოგოლაძეს.
მადლობის სიგელები და საჩუქრები გადაეცათ უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს, რომელთა შრომა უმნიშვნელოვანესია უნივერსიტეტის ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის:
მადლობის სიგელები გადაეცათ:
მატერიალური რესურსების უზრუნველყოფისა და მართვის სამსახურის უფროსს, ბატონ ბეჟან რომელაშვილს;
ამავე სამსახურის უფროს სპეციალისტს, ქალბატონ ქეთევან ვარდოშვილს;
უნივერსიტეტის არქივარიუსს, ქალბატონ ლუიზა ძიძიგურს;
პროფესიული განათლების ცენტრის კომენდანტს, ბატონ სტეფანე მარიამიძეს.
ასევე, მადლობის სიგელებითა და ბრენდირებული საჩუქრებით დაჯილდოვდნენ სტუდენტები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებში და გამოიჩინეს მაღალი პასუხისმგებლობა, ინიციატივა და შემოქმედებითი მიდგომა.
მადლობი სიგელები გადაეცათ შემდეგ სტუდენტებს:
ლიზი ბალახაშვილს
მარიამ ურიგაშვილს
იზა ხარიბეგაშვილს
მაკა შიუკაშვილს
ნატო ბიჩენოვს
თამუნა ჯანიაშვილს
ანუკი ჩიტაშვილს
მარიამ სადაღაშვილს
ვლადიმერ თოთლაძეს
ნინო მექვაბიძეს
ნინო გოგიაშვილს
ჯული როსტომაშვილს
ნინო გელაშვილს
ნია შატაკიშვილს
ალექსანდრე სადაღაშვილს
გიორგი სუხიტაშვილს
ლანა მაკიევას
რატი შუშიაშვილს.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ უნივერსიტეტის ჯაზ-ბენდი „კანუდოსი“, დეა ხეოშვილი, სტუდენტები: ნატალი გრიგალაშვილი და ვლადიმერ თოთლაძე (ხელმძღხსვანელი თეა ქიტიაშვილი).
გორის უნივერსიტეტის სახელით ვულოცავთ ყველა კურსდამთავრებულს და ვუსურვებთ წარმატებას.