ვლადიმერ პაპავა

 

ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1977 წელს. სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ეკონომიკურ-მათემატიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1982 წელს.
2000 წლიდან - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე; 1994-2000 საქართველოს ეკონომიკის მინისტრი; 1996 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-ხელმძღვანელი; 1991-1996 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი; 1990-1996 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1982-1991 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის მთავარი, წამყვანი, უფროსი მეცნიერთანამშრომელი; 1977-1979 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 2008 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 2013-2016წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. არის 340 - ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემაა - "Продуктивность общественного производства и основы её межотраслевого анализа", დაიცვა 1989 წელს.

ღონისძიებები იხილეთ ყველა

თანამშრომლობის მემორანდუმი

სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის...

01 მაისი, 2026 სრულად ნახვა

სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება

მიმდინარე წლის 27 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.

27 აპრილი, 2026 სრულად ნახვა