Erasmus+-ის პროექტის ფარგლებში

29 მაისი,2026


მიმდინარე წლის 25-29 მაისს, Erasmus+-ის პროექტის „ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში (PRODIGE)“ ფარგლებში, ალგებრა ბერნაის უნივერსიტეტმა (ზაგრები, ხორვატია) უმასპინძლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დელეგაციებს.
ზემოთაღნიშნულ ვიზიტში მონაწილეობდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფესორი ლელა ალექსიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ანა ჩოჩია.
ვიზიტის ფარგლებში განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა ციფრულ ტრანსფორმაცია, ევროკავშირის განათლების პოლიტიკა, სწავლის მართვის სისტემები, ციფრული მართვა, ინფრასტრუქტურა და ინსტიტუციური ანალიტიკა.
აღნიშული სასწავლო ტური ასევე მოიცავდა ოფიციალურ ვიზიტს ხორვატიის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროში (MZOM), მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სააგენტოში (AZVO), ხორვატიის აკადემიურ და კვლევით ქსელში (CARNET) და ზაგრების უნივერსიტეტის უნივერსიტეტის გამოთვლით ცენტრში (SRCE).
პროექტის, ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში (PRODIGE) მიზანია ციფრული უმაღლესი განათლების ხელშეწყობა საქართველოში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების გზით.
პროექტში ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 10 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა ამისა, პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებები ბელგიიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან და ხორვატიიდან, ასევე პროექტის მხარდამჭერია ესტონეთის ხარისხისა და საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტო და უნივერსიტეტების ქსელი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2026 წლის 08 ივნისს, ჰიბრიდულ რეჟიმში, გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბავშვთა უფლებები და...

08 ივნისი, 2026 სრულად ნახვა

მონიკა ტომაშზევსკას საჯარო ლექცია

026 წლის 8 ივნისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა გდანსკის უნივერსიტეტის სრული პროფესორის, გდანსკის უნივერსიტეტის შრომის დეპარტამენტის ხელმძღვანელის...

08 ივნისი, 2026 სრულად ნახვა