ევროკავშირის COST ECO4ALL საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია რუმინეთში

20 მაისი,2025


გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის პროფესორმა ეკატერინე ქარდავამ, 2025 წლის 9-10 მაისს, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის სამეცნიერო ქმედებების (COST) პროგრამის ECO4ALL ფარგლებში ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „მომხმარებელზე ორიენტირებული ცირკულარული ეკონომიკის გამოწვევები, პროცესები და პოლიტიკა“. კონფერენცია ჩატარდა იაშის ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტში (რუმინეთი). პროფესორმა ეკატერინე ქარდავამ გააკეთა მოხსენება თემაზე: „მომხმარებელზე ორიენტირებული ცირკულარული ეკონომიკის პოლიტიკა - საქართველოს შემთხვევა“. კონფერენციას ესწრებოდნენ 39 ქვეყნის წარმომადგენლები.
პროფ. ე. ქარდავა არის ევროკავშირის სამეცნიერო ქმედებების COST CA 22124 პროგრამის მმართველი კომიტეტის წევრი. კონფერენციის პარალელურად ის წარმოადგენდა საქართველოს პროგრამის მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე, სადაც იმსჯელეს განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო...

2025 წლის 19 ივნისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა...

19 ივნისი, 2025 სრულად ნახვა

ერაზმუს+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში სამუშაო ვიზიტი...

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს ერაზმუს+-ის ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტებში. მათ შორის აღსანიშნავია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის...

13 ივნისი, 2025 სრულად ნახვა