გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა წარმატება „სტუდფესტი 2026“-ზე
14 მაისი,2026
„სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ ქართული ჭიდაობის ჩემპიონატზე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ღირსეულად იასპარეზეს.
ინდივიდუალურ ჩათვლაში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს შემდეგმა სტუდენტებმა:
გიორგი ლურსმანაშვილი (80 კგ) - ოქროს მედალი;
მურაზი ბუჟღულაშვილი (60 კგ) - ბრინჯაოს მედალი;
რატი ჩუტკერაშვილი (90 კგ) - ბრინჯაოს მედალი.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მაღალი სპორტული მომზადება, ერთიანობა და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, რის შედეგადაც გუნდურ ასპარეზობაში საპატიო მესამე ადგილი დაიკავა.