გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები კაროლი გასპარის უნივერსიტეტში
09 მაისი,20264 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები - ასოც. პროფესორი ნინო დავითაშვილი და მოწვეული სპეციალისტი ეკატერინე წულაძე Erasmus+ მობილობის ფარგლებში სტუმრობდნენ კაროლი გასპარის უნივერსიტეტს (ბუდაპეშტი, უნგრეთი).
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა კოლეგებთან და ჩატარდა ლექციების ციკლი ქართულ-ევროპული ლიტერატურული ურთიერთობების და ინგლისური ლიტერატურის საკითხებთან დაკავშირებით.
ევროპელმა სტუდენტებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს საქართველოს და ქართულ-ევროპული ლიტერატურული ურთიერთობების მიმართ. გაიმართა საინტერესო დისკუსიები.
ასევე გაიმართა სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის აკადემიურ პესონალთან, სადაც განხილულ იქნა განათლების სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევები და სამომავლო ერთობლივი სამეცნიერო პროექტების პერსპექტივები.
აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობისთვის