ნეაპოლის ფედერიკო II-ის პროფესორი ლორენცო მარიკონდა გორის უნივერსიტეტში

15 მაისი,2026

მიმდინარე წლის 11-15 მაისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ერასმუს + მობილობის ფარგლებში ეწვია ნეაპოლის ფედერიკო II-ის (ნეაპოლი, იტალია) პროფესორი ლორენცო მარიკონდა.
პროფესორ მარიკონდას შეხვდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი. შეხვედრაზე ბატონმა რექტორმა მადლობა გადაუხადა სტუმარს ვიზიტისთვის და ხაზი გაუსვა ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა ჩაატარა ლექციები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, სადაც განხილული იყო იტალიური და შედარებითი საკორპორაციო სამართალი, კორპორაციული მმართველობის მოდელებსი და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების პრივატიზაციის საკითხები. სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაევლოთ პარალელები იტალიურ, ევორპულ და ქართულ კანონმდებლობებს შორის.
ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გორის სახელმიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესში, რომელიც მიზნად ისახავს უცხოელ პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის განვითარებას და მობილობის ხელშეწყობას.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა გამართეს საქართველოში ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის...

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე, საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებისა და...

19 მაისი, 2026 სრულად ნახვა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები „სტუდფესტი 2026“-ზე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, მასშტაბური პროექტი „სტუდფესტი...

15 მაისი, 2026 სრულად ნახვა