პროფესორ ტუნდე კომარომის ვიზიტი გორის უნივერსიტეტში
04 აპრილი,202631 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში მასპინძლობდა კაროლი გასპარის უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი, უნგრეთი) პროფესორ ტუნდე კომარომის.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ოფიციალური შეხვედრა რექტორთან, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილთან. ბატონმა რექტორმა სტუმარს მადლობა გადაუხადა მობილობისთვის და ხაზი გაუსვა უნგრულ მხარესთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
პროფესორმა კომარომიმ სტუდენტებისთვის ჩაატარა საჯარო ლექციების ციკლი რელიგიის ანთროპოლოგიის საკითხებზე. განხილული იყო აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში არსებული რელიგიური პრაქტიკები, რელიგიათაშორისი ურთეირთობები და ხალხური წეს-ჩვეულებების ეთნოგრაფიული კვლევები. სტუდენტებმა საინტერესო პარალელები გაავლეს აღმოსავლეთ ევროპულ და ქართულ რელიგიურ ტრადიციებს შორის.
გაიმართა სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, სადაც განიხილეს კაროლი გასპარის უნივერსიტერის სტრუქტურა, საგანმანათლებლო პროგრამები და სამომავლო ერთობლივი სამეცნიერო პროექტების პერსპექტივები.
აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესში, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო პარტნიორებთან მობილობის გაზრდასა და გამოცდილების გაზიარებას.