
საერთაშორისო კონფერენცია
12 ივნისი,2025სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლებმა ნელი ჭამპურიძემ და თამილა კეკოშვილმა მონაწილეობა მიიღეს 6-7 ივნისს, საბერძნეთის ქალაქ პეტრაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე: „აკადემიური საზოგადოების როლი ბავშვის უფლებების განვითარებაში“. კონფერენციის მეორე დღე მიეძღვნა იუნისეფის მხარდაჭერითა და ინიციატივით უნივერსიტეტებში არსებულ „ბავშვის უფლებათა ცენტრების“ საქმიანობის განხილვას , რომელიც მიზნად ისახავს კვლევის, ცოდნისა და მონაცემების თაობაზე ბავშვთა უფლებების გაზრდას აკადემიურ სივრცეში. კონფერენციის მონაწილეებს ბავშვთა უფლებების დაცვისა და განათლების ხელშეწყობის მიმართულებით გაწეიული საქმიანობის გამო პირადად მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ბავშვის UNICEF საბერძნეთის წარმომადგენელმა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა ღასან ხალილმა, და საქართველოს ელჩმა საბერძნეთში ლევან ბერიძემ.