საინფორმაციო შეხვედრა სტუდენთებთან.

17 ოქტომბერი,2024

2024 წლის 17 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით არსებული აქტივობის, -„იცნობდე შენ უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გამართა სტუდენთებთან.
პრეზენტაციას უძღვებოდა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწე ელენე მიროტაძე.
ელენე მიროტაძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.
მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები. ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროება, მომხმარებელთა საინფორმაციო უზრუნველყოფის მნიშვნელობა, სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლის აუცილებლობა და სხვა აქტუალური საკითხები.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია.

მიმდინარე წლის 16 აპრილს, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, სსიპ-გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული...

14 აპრილი, 2025 სრულად ნახვა

ტრენინგი აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის

10 აპრილს უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების საკითხები". 

10 აპრილი, 2025 სრულად ნახვა