სამუშაო შეხვედრა

30 სექტემბერი,2022

მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ჩატარდა სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის პერსონალთან, რომელზეც განიხილეს სტუდენტთა აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ლ. მიდოდაშვილი. მან ხაზი გაუსვა აღნიშნული პროცესის დროულად (ანუ, უნივერსიტეტის მიერ აკადემიური რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ ვადებში) დასრულების მნიშვნელობას სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვისათვის. აღინიშნა, რომ აკადემიური რეგისტრაციის პროცესში უკვე შესაძლებელია სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში ინტეგრირებული სათანადო პროგრამული მოდულის გამოყენება. შეხვედრის ბოლო ნაწილმა ჩაიარა კითხვა-პასუხის რეჟიმში. 

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

თანამშრომლობის მემორანდუმი

სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის...

01 მაისი, 2026 სრულად ნახვა

სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება

მიმდინარე წლის 27 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.

27 აპრილი, 2026 სრულად ნახვა