საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლები გორის უნივერსიტეტში

21 მაისი,2026

მიმდინარე წლის 21 მაისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრის მიზანს სატელეკომუნიკაციო სფეროში ახალგაზრდების უფლებრივი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

სამსახურის წარმომადგენლებმა სტუდენტებს დეტალურად გააცნეს უწყების საქმიანობა, ამ მიმართულებით არსებული მიღწევები და ძირითადი გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზოგადოებრივი დამცველის აპარატის მიერ განხორციელებულ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორებიცაა: „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და „მოგზაური ოფისი“.

შეხვედრაზე ახალგაზრდებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთა უფლებების, მომსახურე კომპანიების ვალდებულებებისა და საჩივრის/განცხადების განხილვის სამართლებრივი წესებისა თუ ვადების შესახებ.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ჟან მონეს კათედრა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლიდან ფუნქციონირებს ჟან მონეს კათედრა — „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“, რომელიც აერთიანებს...

25 მაისი, 2026 სრულად ნახვა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სტუდენტური დღეები 2026“ საზეიმოდ გაიხსნა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრების წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება „სტუდენტური დღეები 2026“ საზეიმოდ გაიხსნა. მომავალი ორი...

23 მაისი, 2026 სრულად ნახვა